გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გიორგი ხანიშვილი ოფიციალური ვიზიტით ისრაელის სახელმწიფოში იმყოფებოდა

25-10-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ოფიციალური ვიზიტით ისრაელის სახელმწიფოში იმყოფებოდა.


ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაცია, ისრაელში საქართველოს ოფიციალურ წარმომადგენლობასთან ერთად, პირველ საერთაშორისო სამიტს თემაზე საკვები ზღვიდან და უდაბნოდან - „ზღვა და მომავალი“ დაესწრო.


ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო უდაბნოსა და ზღვაში სოფლის მეურნეობის მიმართულებით საკვების წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიები, სამომავლო ხედვები, არსებული მიღწევები, ისრაელის სახელმწიფოს გამოცდილება და ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. ამასთანავე, ღონისძიებაზე განხილულ იქნა გარემოსდაცვითი მიმართულებით არსებული გამოწვევები და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის ერთობლივი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობა.


ვიზიტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილეს, გიორგი ხანიშვილს  ისრაელის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მინისტრმა, ოდედ ფორერმაუმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დარგობრივი ცოდნის გაზიარებისა და პროფესიონალთა გადამზადების მიმართულებებზე. ოფიციალურ შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან მეგობრულ ურთიერთობას.