გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ზაალ ანჯაფარიძე ნედ პრაისის განცხადებაზე: თუ დემოკრატია მათი გაგებით ნიშნავს პრივილეგირებული კასტების არსებობას, რომლებსაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეეხო, ასეთი დემოკრატია მე პირადად არ მინდა და მგონი, არც ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობას

25-10-2022

,,ძალიან ვცდილობ კორექტული ვიყო სახდეპარტამენტის განცხადებებზე, რომლითაც საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე საუბრობენ მაშინ, როდესაც ჩვენსავით თავისუფალი და პლურალისტული პოლიტიკური სივრცე არ გააჩნია არც უკრაინას, არც მოლდოვას და არც ზოგ სხვას, ასე გულმოდგინედ რომ ეფერებიან,’’ - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ნერ პრაისის განცხადებას.

 

როგორც ანჯაფარიძე წერს, თუ დემოკრატია ნიშნავს ამერიკისთვის საქართველოში პრივილეგირებული კასტების არსებობას, რომლებსაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეეხო, ასეთი დემოკრატია მისთვის მისაღები არ არის.

 

,,ძალიან ვცდილობ კორექტული ვიყო სახ.დეპარტამენტის განცხადებებზე, რომლითაც საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე საუბრობენ მაშინ, როდესაც ჩვენსავით თავისუფალი და პლურალისტული პოლიტიკური სივრცე არ გააჩნია არც უკრაინას, არც მოლდოვას და არც ზოგ სხვას, ასე გულმოდგინედ რომ ეფერებიან. თუ დემოკრატია მათი გაგებით ნიშნავს ჩვენს ქვეყანაში პრივილეგირებული კასტების არსებობას, რომლებსაც არავითარ შემთხვევაში არანაირად (თუნდაც სიტყვითაც) არ უნდა შეეხო, ასეთი დემოკრატია მე პირადად არ მინდა და მგონია არც ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობას. თავად აშშ-ში ჰყავთ პრივილეგირებული და ხელშეუხებელი კასტები?! ვიცით, რომ არა ჰყავთ. მაშინ რატომ უნდა გვყავდეს ჩვენ?’’ - წერს ანჯაფარიძე Facebook-ზე.