გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

რუსთავიდან დიდუბის მიმართულებით მოძრავი ყვითელი მიკროავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ

27-06-2018

რუსთავიდან თბილისში, დიდუბის მიმართულებით მოძრავი ყვითელი მიკროავტობუსების მძღოლები დილიდან გაფიცულები არიან. მიკროავტობუსების მძღოლები კომპანია ,,ინტერტრანსისგან" დაწესებული ყოველდღიური ნორმის - 70 ლარის 20 ლარით შემცირებას მოითხოვენ. 
მძღოლები აცხადებენ, რომ კომპანია „,ინტერტრანსმა" დიდუბის ხაზზე 22-ე მანქანა დაამატა, მგზავრთა ნაკადი შემცირებულია და დაწესებულ ყოველდღიურ გადასახადს ისედაც ვერ იხდიდნენ, ამასთან ერთად, გაძვირებულია საწვავი, ზაფხულის სეზონზე კი კონდენცირების სისტემის ჩართვის გამო საწვავის ხარჯიც ეზრდებათ. 
როგორც კომპანია ,,ინტერტრანსში" აცხადებენ, გაფიცულ მძღოლებთან მოლაპარაკება მიმდინარეობს და აღნიშნულ ხაზზე მიკროავტობუსების მოძრაობა დღესვე აღდგება.

"ინტერპრესნიუსი"