გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ონის მერიის ხელშეწყობით, ჯავრიშვილის კლინიკის სპეციალისტებმა ადგილობრივ მაცხოვრებლებს უფასო სამედიცინო მომსახურება გაუწიეს

27-10-2022

ონის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, 26 ოქტომბერს შოთა ბუგიანიშვილის სახელობის რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის შენობაში თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკის "ოფთალმიჯის" მაღალკავალიფციურმა ექიმმა სოფიო იმედაშვილმა სპეციალისტთა ჯგუფთან ერთად, უფასო სამედიცინო მომსახურება გაუწია ონია მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს.


უფასო აქციის ფარგლებში, კონსულტაცია ეტაპობრივად ჩაუტარდა სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიას. სულ ჯამში 50-ზე მეტმა პაციენტმა მიიღო მაღალკვალიფიციური ექიმის კონსულტაცია, რომელთა შორის, თოთხმეტ პაციენტს დაუდგინდა ოპერაციული მკურნალობის დიაგნოზი.
შეგახსენებთ, რომ ოპერაციული მკურნალობა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
მუნიციპალიტეტის მერმა - სერგი ხიდეშელმა აქციის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა გამოჩენილი ყურადღებისთვის და აღნიშნა, რომ დაავადების პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია დროული და ხელმისაწვდომი დიაგნოსტიკა.