გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

27-10-2022

საქართველოში მუშაობა დაიწყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის შემფასებელმა მისიამ. 


მისიის ხელმძღვანელმა, ჯეიმს ჯონმა და მისიის წევრებმა, პირველი შეხვედრა ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან გამართეს. 


მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება, ასევე, 2023 წლის მაკროეკონომიკური პარამეტრები და პროგნოზები. 


სსფ-ის მისიის ჩამოსვლას თბილისში წინ უსწრებდა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრები, სადაც ქართულმა მხარემ მოლაპარაკებები გამართა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელობასთან. 


როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა მიმდინარე წელს მაღალი ტემპით იზრდება. ამასთან, ხაზი გაესვა  გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის გაგრძელების მნიშვნელობას. 


საუბარი შეეხო საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამით გათვალისწინებული რეფორმების მიმდინარეობას და სსფ-ის რეკომენდაციებს ამ მიმართულებით.