გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

რუსთავი-დიდუბის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსის მძღოლებმა მუშაობა განაახლეს

27-06-2018

კომპანია "ინტერტრანსში" აცხადებენ, რომ რუსთავი-დიდუბის მიკროავტობუსის მძღოლებმა გაფიცვა შეწყვიტეს და მუშაობა განაახლეს.

კომპანიის განცხადებით, შეთანხმება მიღწეულია და მძღოლები 5 ივლისიდან 10 ლარით ნაკლებს გადაიხდიან.

რუსთავიდან დიდუბისკენ კომპანიის 20 მიკროავტობუსი მუშაობს, თუმცა დღეს დილით მძღოლები გაიფიცნენ და ყოველდღიური მოსაკრებლის შემცირება მოითხოვეს.

"ინტერტრანსში" ამბობენ, რომ კომპანიას სერიოზულ პრობლემას ე.წ. მინივენებიუქმნიან, რომლებიც უკვე რეგულარულად მოძრაობენ. რუსთავის საკრებულოში საკითხის შესასწავლად ჯგუფიც შეიქმნა.

"ინტერპრესნიუსი"