27-06-2018
„სარფის“ სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან ახლოს, თურქეთის მხარეს, კერძოდ თურქეთის საბაჟოს მიმდებარე ტერიტორიაზე მეწყერის შედეგად ჩამოიშალა კლდის ნაწილი, რის გამოც დაკეტილია სარფი-ტრაპზონის დამაკავშირებელი მაგისტრალი.
უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, თურქეთის თხოვნით და ორი ქვეყნის შესაბამისი უწყებების გადაწყვეტილებით, საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარზე („სარფის“ მონაკვეთზე) დროებით შეიზღუდა როგორც ტრანსპორტის, ასევე ქვეითთა გადაადგილება.
თურქეთის მხარეს გზის სავალი ნაწილის გაწმენდის და მოძრაობის აღდგენისთანავე სახელმწიფო საზღვარზე მოძრაობა ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება.