გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სკანდალი: სავარაუდო კორუფციული სქემა სიღნაღის გამგეობაში და მერის ნათესავებზე გაცემული სოციალური დახმარებებისთვის განკუთვნილი თანხა

27-06-2018

სიღნაღის გამგეობის თანამშრომლებმა მერის მივლინების დროს ნათესავებზე სოციალური დახმარებები გასცეს.

საქმეზე გამოძიება ანტიკორუფციულმა სამსახურმა დაიწყო. ამოღებულია ფინანსური დოკუმენტაცია.

სქემას, სავარაუდოდ, კომისიის მდივანი, ნათია პაპუაშვილი ხელმძღვანელობდა. პაპუაშვილის, სავარაუდოდ, დოკუმენტაციას აყალბებდა და ერთსა და იმავე პიროვნებაზე რამდენჯერმე სოციალური შემწეობის გაცემა.

ფაქტი „კურიერთან“ საუბრისას მერის მოადგილემ დაადასტურა. თემურ ბალარჯიშვილის თქმით, ფინანსური დახმარება გაიცემოდა კომისიის მხრიდან, მათ შორის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსის ოჯახის წევრზე.

„შეიძლება რამდენიმე გაგვეპარა. არ ვიცით. ეს აღმოაჩინა ჩვენივე სოციალური სამსახურის უფროსმა, ლია ბაკაშვილმა. როდესაც ეს ანგარიშები გადარიცხა და წარუდგინა საფინანსოს კომისიის მდივანმა, ნათია პაპუაშვილმა, კომპიუტერში პროგრამამ არ გაუშვა, აღმოჩნდა, რომ ერთი და იგივე პიროვნებას ურიცხავდა ორჯერ. ასეთი რამის შემოწმება მე თავშიც არ მომსვლია,“- განაცხადა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, თემურ ბალარჯიშვილმა.

newposts