გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კომპანია „ფემილი 2022“-მა მზის პანელები დაამონტაჟა

28-10-2022

საქართველოს ბანკი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით, საყოფაცხოვრებო პროდუქციის საწყობმა „ფემილი 2022“-მა კომპანია „ჯეო ენერჯის“ დახმარებით მზისპანელებიდაამონტაჟა. პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ინვესტიცია  სრულად საქართველოს ბანკის მიერ დაფინანსდა.

 

„ჩვენ საქართველოს ბანკთან უკვე რამდენიმე წელია ვთანამშრომლობთ და მათი ფინანსური მხარდაჭერით შევძელით გავმხდარიყავით ეკომეგბრული კომპანია და „ჯეოენერჯისთან“ თანამშრომლობით119.76 კვტ სიმძლავრის მზის სადგურებიც დავამონტაჟეთ. მზის პანელებისენერგიის წლიური საშუალო გამომუშავება 130 000 კვტ-ს შეადგენს. ინვესტიციის უკუგების პერიოდი დაახლოებით 5 წელია. მზის სადგურის მიერ მიღებული ელექტროენერგია წლიურად75 ტონა ნახშირორჟანგს შეამცირებს და 105 ხის დარგვას გაუტოლდება. ეს  მნიშვნელოვნად დაგვიზოგავს გადასახადს და მოგვცემს შესაძლებლობას, დაზოგილი თანხა კვლავ ბიზნესის განვითარებას მოვახმაროთ. ჩვენ კმაყოფილები ვართ შესრულებული სამუშაოებით. რაც მთავარია, პროექტი დროულად და მაღალი ხარისხით შესრულდა“, - განაცხადა „ფემილი 2022“-ის ფინანსურმა დირექტორმა, ლაშა ლომიძემ.

 

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკმა გარემოზე ზრუნვის, ელექტროენერგიის წყაროს ჩანაცვლებისა და ხარჯის შემცირების მიზნით მზის ელექტროსადგურებისთვის ეკომეგობრული პროექტი - ენერგოკრედიტი დანერგა. ინიციატივის ფარგლებში, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, შეიძინოს და დაამონტაჟოს დანადგარები, შედეგად კი, მიიღოს ელექტროენერგიის ალტერნატიული წყარო. აღნიშნული პროდუქციის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მზის სხივების ელექტროენერგიად გარდაქმნა პროცესებს მაქსიმალურად ეკომეგობრულს ხდის. ეკოლოგიაზე ზრუნვასა და ხარჯების შემცირების პარალელურად კი, მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა, გამოთავისუფლებული ფინანსური რესურსი საკუთარ ბიზნესის განვითარებას მოახმაროს.