გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

დიტო სამხარაძე გიორგი გახარიას: შენ, “Криса” კაცო… ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნაცებს გაუწექი, მიეყიდე, გვიღალატე და არჩევნებში დაგვიპირისპირდი

28-10-2022

შენ, “Криса” კაცო, რუსეთში Lufthansa-ს “სტუარდესა” იყავი, გუნდში მიგიღეთ, ვეცადეთ კაცად გვექციე, პრემიერი გაგხადეთ, ბევრს ეშმაკობდი გუნდში, მუდამ აზარალებდი შენი გადაწყვეტილებებით პარტიას და სამწუხაროდ მაინც გიცავდით! – ასე მიმართავს “ქართული ოცნების” დეპუტატი დიტო სამხარაძე, ყოფილ პრემიერ მინისტრს, პარტია “საქართველოს” ლიდერს, გიორგი გახარიას, რითაც ეხმაურება მის მიერ გუშინ, “ტვიტერში” გაკეთებულ განცხადებას.


შენ, “Криса” კაცო, რუსეთში Lufthansa-ს “სტუარდესა” იყავი, გუნდში მიგიღეთ, ვეცადეთ კაცად გვექციე, პრემიერი გაგხადეთ, ბევრს ეშმაკობდი გუნდში, მუდამ აზარალებდი შენი გადაწყვეტილებებით პარტიას და სამწუხაროდ მაინც გიცავდით!


მერე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნაცებს გაუწექი, მიეყიდე, გვიღალატე და არჩევნებში დაგვიპირისპირდი. ქუჩა-ქუჩა დაძუნძულებდი, ხალხს აბოლებდი, ბიძინა ივანიშვილი მიჭერს მხარსო და ახლა გახდა ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი? შენ ქალებს რა უნდა მოკითხო, როდესაც თავად ხარ აფერისტი ქალოია.(წერტილი) – წერს დიტო სამხარაძე.


შეგახსენებთ: საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელ “ტვიტერში” დაწერა, რომ საქართველოში კორუფცია და ოლიგარქიაა დასამარცხებელი.