გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

1-ელ ნოემბერს ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის დეკლარაციების წარდგენის ვადა იწურება

28-10-2022

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ 1-ელ ნოემბერს იწურება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა.

 

აქვე შეგახსენებთ, რომ დეკლარაციის წარდგენა ევალება ფიზიკურ პირს, მათ შორის მეწარმე ფიზიკურ პირს: თუ, მას საქართველოს ტერიტორიაზე გააჩნია დასაბეგრი ქონება და ამ პირის ოჯახის წინა წლის შემოსავლები აღემატება 40 000 ლარს. ასევე, თუ ფიზიკურ პირს საქართველოს ტერიტორიაზე გააჩნია დასაბეგრი მიწა, მიუხედავად შემოსავლების ოდენობის.


ქონების (მათ შორის მიწის) გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირები ვალდებული არიან, წარმოადგინონ ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია არაუგვიანეს, მიმდინარე წლის -ელ1 ნოემბრისა და გადაიხადონ კუთვნილი გადასახადი არაუგვიანეს 15 ნოემბრისა.

 

ფიზიკურიპირისმიერქონებისგადასახადისელექტრონულადდეკლარირებაშესაძლებელია, ფინანსთასამინისტროსშემოსავლებისსამსახურისვებგვერდისსაშუალებითwww.rs.ge

 

დეტალური ინფორმაცია, ფიზიკურ პირთა მიერ ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ, ასევე, ვიდეოინსტრუქცია და გზამკვლევი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:


ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2021 წლის დეკლარაციის წარდგენა https://www.youtube.com/watch?v=Nyolnwxo2iU

ქონების გადასახადის დეკლარაციის შევსება 

https://www.youtube.com/watch?v=YjUGpZnSPYE


ვებგვერდის მეშვეობით ფიზიკური პირებისთვის საკუთარი შემოსავლებისა და ქონების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://rs.ge/PersonsTaxes?cat=2&tab=1

 

კითხვა-პასუხი

https://rs.ge/PersonsTaxFAQ?cat=5&tab=1

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოგმართავთ თხოვნით, მაქსიმალურად გამოიყენოთ დისტანციური წვდომის შესაძლებლობა.