28-10-2022
ქალაქ კასპში კონსტიტუციის ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, მერის პირველმა მოადგილემ დავით ქისიშვილმა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა აჩიკო გიგოლაშვილმა ადგილზე დაათვალიერეს.
ქუჩაზე, რომლის სიგრძე 1 129 გრძივი მეტრია, ამჟამად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ანაკრები რკინაბეტონის კიუვეტები ცხაურებით, ეზოში შესასვლელები და ასფალტბეტონის ორფენიანი საფარი. გარდა ამისა, აღნიშნულ ქუჩაზე პარალელურად გაზიფიცირების და ელექტროგადამცემი ხაზები იცვლება.
მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ენ-დი როუდი“ ახორციელებს. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლის ღირებულებაც 602 999 ლარია.
მოსახლეობა განახლებული ქუჩით სარგებლობას წლის ბოლოს შეძლებს.