გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ახალგორის რაიონში უსინათლო ტრისტან გოგიჩაშვილს საქართველოს პასპორტის გამო ვერ ეხმარებიან

29-11-2017

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში, ახალგორის რაიონის სოფელ მოსაბრუნში უსინათლო ტრისტან გოგიჩაშვილი ცხოვრობს. ის საქართველოს მოქალაქეა, რის გამოც, ადგილობრივი გამგეობა ვერ ეხმარება.

ჟურნალისტი გუგული ვალიევა გაზეთ ,,სამხრეთ ოსეთის" 14 ნოემბრის გამოცემაშიწერს, რომ 66-წლის ასაკის მამაკაცს თანადგომა ჭირდება, როგორც ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან, ასევე, - თანამოქალაქეებისგან. მას იმედი აქვს, რომ რაიონის ამჟამინდელი ხელმძღვანელი ფილიპ ხაჩიროვი, წინა ხელმძღვანელისგან განსხვავებით, უფრო მეტ ყურადღებას გამოიჩენს.

სტატიაში ჟურნალისტი ჩეჩნეთისა და ინგუშეთის მოსახლეობის ტრადიციებს იხსენებს, რომლის მიხედვით, სირცხვილად ითვლება გაჭირვებაში ნათესავისა და მეზობლის მიტოვება. რეპორტაჟში ტრისტან გოგიჩაშვილის წარსულ ცხოვრებასაც ეხება. კერძოდ, მან 1985 წელს რუსთავის ქიმიურ ქარხანაში, ხანძრის დროს, 10 ადამიანი დაღუპვისგან იხსნა, რის გამოც, გმირის წოდება მიანიჭეს. ხანძრის დროს, ტრისტან გოგიჩაშვილმა დამწვრობა მიიღო, მკურნალობა თბილისსა და მოსკოვში ჩაუტარეს. ბოლოს კი, მხედველობა დაუქვეითდა. ოჯახის წევრები რუსთავში დატოვა, ხოლო თვითონ საცხოვრებლად მოსაბრუნში, მამის სახლში გადავიდა.

ამჟამად, ყურადღებას დისშვილი, ემზარი აქცევს. საქართველოს ხელისუფლების დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე გადასვლის დროს, ავტოსადგურზე ბიძას ემზარი ხვდება. თბილისში აღებული პენსია ძირითადად მედიკამენტების შესაძენად ეხარჯება. ჟურნალისტის ცნობით, ემზარი მოსაბრუნშიც ჩადის ბიძის სანახავად.

რაც შეეხება მარტოხელა მამაკაცს, მშობლიურ ეზოში და სოფელში გზას ადვილად აგნებს. წყაროზე, დაახლოებით 200 მანძილზე, წყლის მოსატანადაც კი, ჩადის. ტრისტან გოგიჩაშვილმა ცხინვალში მოხუცთა პანსიონატში გადასვლაზე უარი თქვა: ,,იქ, როგორც ციხეში, ისე ვიქნები. აქ მირჩევნია ყოფნა" - უთხრა მან გუგული ვალიევს.

ტრისტან გოგიჩაშვილის სახლი დაზიანებულია, სახურავიდან წყალი ჩადის, კედლები ინგრევა. სახლი დაახლოებით 1950 წელსაა აშენებული და, სწორედ, სიძველის გამო, იქ ცხოვრება შეუძლებელია.

ჟურნალისტის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეს, უდიდეს ყურადღებას, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ცხინვალის წარმომადგენლობის თანამშრომლები აქცევენ. ,,წითელმა ჯვარმა" ტრისტანს კარავი გადასცა, ასევე საბნები და ჭურჭელი ჩაუტანა. კვირაში ერთხელ კი, საკვები მიაქვთ.

გუგული ვალიევი მკითხველს პირდება, რომ ის მომავალშიც დაინტერესდება თანამამულის მდგომარეობით და, ასევე, იმითაც, თუ რა ღონისძიებებს გაატარებს ახალგორის (ლენინგორის) გამგეობა. სოფელში მას შეძლებისდაგვარად ყურადღებას ნოდარი, ლერი და იურა აქცევენ.


საინფორმაციო ცენტრი "შიდა ქართლი"