გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ლევან დავითაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს ჯეიმს ჯონს შეხვდა

29-10-2022

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს ჯეიმს ჯონს და მისიის წევრებს შეხვდა. შეხვედრას ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელი საქართველოში სელიმ  შეკირი და სხვ.


შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოს ეკონომიკურ ტენდენციებზე, მიმდინარე და სამომავლო რეფორმებზე, მაკროეკონომიკური მაჩვენებლებსა და პროგნოზებზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე მოვლენებზე, მათ შორის, დარგის განვითარების მხარდაჭერის ახალ სქემაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ენერგეტიკაში ინვესტიციების მოზიდვას, ახალი სიმძლავრეების ამოქმედებას და ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების ხარისხის გაზრდას.


აღინიშნა, რომ სავალუტო ფონდის პროგნოზით, გამოწვევების მიუხედავად, საქართველო ინარჩუნებს მაღალ ეკონომიკურ ზრდას საშუალოვადიან პერიოდში რეგიონის ქვეყნებს შორის, რაც გამოწვეულია ინფრასტრუქტურული ხარჯებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებით და სტრუქტურული რეფორმებით.  


ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის თანამიმდევრულობას, რომელიც მიმართულია ეკონომიკური სტაბილურობისკენ, ბიზნესის მხარდაჭერისა და ინკლუზიური სოციალური პოლიტიკის გატარებისკენ.