29-10-2022
საქართველოს თავდაცვის ძალების მე-6 საარტილერიო ბრიგადის 61-ე საარტილერიო ბატალიონმა ამოცანაზე ორიენტირებული საველე სწავლება ბატარეა/ბატალიონის შემადგენლობით საბრძოლო სროლებით დაასრულა. შოთა ხურციძის სახელობის საწვრთნელ ცენტრ „ორფოლოში” წინასწარ განსაზღვრულ რაიონში არტილერისტებმა 152 მმ თვითმავალი ქვემეხით პირობითი მოწინააღმდეგე საცეცხლე ზემოქმედებით გაანადგურეს.
61-ე საარტილერიო ბატალიონის საველე სწავლება დამკვირვებელ-მაკონტროლებელი ჯგუფის მიერ დადებითად შეფასდა. წვრთნები ათი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და ოთხ ფაზად ჩატარდა. სწავლება ბატალიონის დონეზე მომზადებას, გადაადგილებას და კონსოლიდაციას მოიცავდა.
წვრთნების მიზანი ქვედანაყოფში საბრძოლო მზადყოფნისა და მომზადების დონის ამაღლება იყო.