გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

თავდაცვის მინისტრის მოადგილეები ქუთაისის სამხედრო სამედიცინო ცენტრს ესტუმრნენ

29-10-2022

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები გრიგოლ გიორგაძე, დავით ჭიჭინაძე, გიორგი ხაინდრავა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში - ქუთაისის სამედიცინო ცენტრში იმყოფებოდნენ.


თავდაცვის უწყების ხელმძღვანელ პირებს გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორმა შალვა მაღლაკელიძემ და ქუთაისის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა დავით ცაბაძემ უმასპინძლეს. მათ სტუმრებს სამედიცინო ცენტრის ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა დაათვალიერებინეს და მისი შესაძლებლობები დეტალურად გააცნეს.

 

სტუმრებმა განახლებული გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაც მოინახულეს, რომელიც შესაბამისი უახლესი აპარატურითაა აღჭურვილი. ახლო მომავალში სამედიცინო ცენტრის მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური აპარატურით აღჭურვაც იგეგმება.

 

სამხედრო ჰოსპიტალის ქუთაისის სამედიცინო ცენტრი თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა სრულ ამბულატორიულ მომსახურებას უზრუნველყოფს. ცენტრი დროულ და კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას იმ სამხედრო მოსამსახურეებს უწევს, რომლებიც დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არიან დისლოცირებული.