გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ნიკოლოზ სამხარაძე სამხრეთ აფრიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

29-10-2022

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ სამხრეთ აფრიკის საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის მინისტრის მოადგილეს, ალვინ ბოტეს შეხვდა.საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ სამხრეთ აფრიკის საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის მინისტრის მოადგილეს, ალვინ ბოტეს შეხვდა.
 
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს და სამხრეთ აფრიკას შორის არსებული ურთიერთობების მათ შორის, საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე.შეხვედრაზე განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, რუსეთის მხრიდან უკრაინაში მიმდინარე აგრესია და მისი გავლენა როგორც საქართველოს და სამხრეთ აფრიკის, ასევე გლობალურ უსაფრთხოებაზე.
 
ნიკოლოზ სამხარაძემ სტუმრებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე და ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებით, საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.
 
სამხრეთ აფრიკის საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის მინისტრის მოადგილემ მისი ქვეყნის მხარდაჭერა დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ და განაცხადა, რომ სამხრეთ აფრიკის ეს მიდგომა გადახედვას არ დაექვემდებარება.