გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

კავკასიონის ერთ-ერთ მწვერვალს ჟიული შარტავას სახელი მიენიჭება

28-06-2018

კავკასიონის ერთ-ერთ მწვერვალს აფხაზეთის ომში დაღუპული საქართველოს პირველი ეროვნული გმირის ჟიული შარტავას სახელის მიენიჭება. ამის შესახებ წერია მემორანდუმში, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტროსა და საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციას შორის გაფრომდა. ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

აფხაზეთს მთავრობის ხელმძღვანელის ვახტანგ ყოლბაიას თქმით, ჟიული შარტავას 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მისი სახელის უკვდავსაყოფად, საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციას მიზანშეწონილად მიაჩნია ჟიული შარტავას სახელი მიენიჭოს კავკასიონის ერთ-ერთ მწვერვალს. 

"მაგრამ ვიდრე ეს ყველაფერი მოხდება, საჭიროა მთამსვლელთა სპეციალური ჯგუფის გაგზავნა აღმოსავლეთ კავკასიონზე, როგორც მწვერვალის შესარჩევად, ისე, გარკვეული კატეგორიის სირთულის ასვლის გზის დასადგენად", - თქვა ყოლბაიამ.

imedines.ge