გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გია გაბრიჭიძე ზურა ჯაფარიძეს: ვვარაუდობ, რომ მან ფრაზა „ომი გინდათ“ ან ჩაიხვია, ან ვიღაცას თავს აწონებს; ის კიდე მის ასეთ თავდადებას ჯერჯერობით ვერ ხედავს და ცხადია შესაბამის პრემიას არ აძლევს

31-10-2022

ზურა ჯაფარიძე - 99%-იანი ალბათობით, მომავალი წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსზე უარს მივიღებთ - ეს არის „ომი გინდათ“ კითხვაზე პასუხი. მხოლოდ ეს სისულელე, რომელზე პასუხი ან რაიმეს ახსნა სრულ უაზრობად მიმაჩნია, არ არის რაც ამ გირჩმა კიდევ განაცხადა. უბრალოდ ვვარაუდობ, რომ მან ფრაზა „ომი გინდათ“ ან ჩაიხვია, ან ვიღაცას თავს აწონებს. ის კიდე მის ასეთ თავდადებას ჯერჯერობით ვერ ხედავს და ცხადია შესაბამის პრემიას არ აძლევს - ასე ეხმიანება ექსპერტი გია გაბრიჭიძე ზურა ჯაფარიძის და გიორგი ვაშაძის ვიზიტს ბრიუსელში.

 

„ზურა ჯაფარიძე - 99%-იანი ალბათობით, მომავალი წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსზე უარს მივიღებთ - ეს არის „ომი გინდათ“ კითხვაზე პასუხი. მხოლოდ ეს სისულელე, რომელზე პასუხი ან რაიმეს ახსნა სრულ უაზრობად მიმაჩნია, არ არის რაც ამ გირჩმა კიდევ განაცხადა. უბრალოდ ვვარაუდობ, რომ მან ფრაზა „ომი გინდათ“ ან ჩაიხვია, ან ვიღაცას თავს აწონებს. ის კიდე მის ასეთ თავდადებას ჯერჯერობით ვერ ხედავს და ცხადია შესაბამის პრემიას არ აძლევს.

 

მან თავის „თანამოაზრე“ „სტრატეგია აღმაშენებელთან“ და „დროასთან“ ერთად ხელისუფლებას დაუსვა 31 შეკითხვა, რომლის პირველივე პუნქტის წაკითხვის შემდეგ, მაშინვე მიხვდებით, რომ დანარჩენი 30 არანაკლები მარაზმია და არამც თუ სერიოზულად განხილვას, არამედ მდარე იუმორშიც არ განიხილება. „რატომ მოახდინეთ 19 აპრილის შეთანხმების ცალმხრივი ანულირება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტიდან დაახლოებით 10 დღეში? რატომ ჩათვალეთ, რომ ბრიუსელში ამას ყურადღებას არ მიაქცევდნენ რატომ არ უბრუნდებით 19 აპრილის შეთანხმებას?“ დღეს ბრიუსელიდან ლაგოდეხამდე ყველამ იცის, რომ 19 აპრილის შეთანხმებიდან „ოცნება“ გავიდა ექვსი თვის შემდეგ.

 

იმ სპეკულაციების და ჭინჭყლობის შემდეგ, რაც ჯერ მათმა დედა-პარტიამ ნაცებმა წამოიწყეს და დანარჩენი ოპოები იხვის ჭუკებივით გაყვნენ. გაგიკვირდებათ და დღეს ერთადერთი სიმართლე ამ უკუღმა-მედასავლეთეების „სასტავიდან“ მხოლოდ ქალბატონმა ეკა გიგაურმა თქვა: ქართულ პოლიტიკაში რუსული ფული არსებობს, შემომწირველები კი ზოგჯერ იმაზე მეტ ფულს სწირავენ პარტიებს, ვიდრე ეს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული. რა თქმა უნდა არსებობს, ოღონდ ამ შეშფოთების ადრესატი ფსბ-ს ის ბუღალტერია, ვინც „დროას“ ლიდერს ყოველი თვის ბოლოს საკმაოდ მსხვილ თანხებს ურიცხავს (ცხადია რუბლებში) და არ იცის ქართული კანონმდებლობით თუ რამდენის გადმორიცხვა შეიძლება“ -წერს გაბრიჭიძე facebook - ზე.