ბათუმის მერიის წინ მიკროავტობუსის მძღოლები აქციას მართავენ
28-06-2018
ბათუმისა და ხელვაჩაურის მიკროავტობუსის მძღოლები ბათუმის მერიის წინ აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები საკრებულოს იმ ინიციატივას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, სამარშრუტო ხაზები უნდა შემცირდეს.
აქციის ერთ-ერთი მონაწილის, მამუკა კობალაძის განცხადებით, საკრებულო სამარშრუტო ხაზების შემცირებასა და სალარო აპარატების მანქანებში დაყენებას აპირებენ, რაც მძღოლებისთვის კატეგორიულად მიუღებელია.
„იგეგმება ცვლილებები, ყველა ქალაქისა და სოფლის მარშუტკებს შეეცვალოს მიმართულება. ამასთან, მარშრუტის შემცირებებსაც აპირებენ. სადაც მუშაობს 40 მძროლი, იქ რჩება 10, სადაც 100, იქ-20. სად უნდა წავიდნენ ეს მძღოლები, სად უნდა იმუშაონ?-განაცხადა ერთ-ერთი მიკროავტობუსის მძღოლმა.
აქციის მონაწილეებს ვიცემერი თენგიზ პეტრიძე შეხვდა. მისი თქმით, ქალაქში 450 მიკროავტობუსის ნაცვლად, დღეში მხოლოდ 250 იმუშავებს.
„საუბარი არაა მთლიანად რაოდენობის შემცირებაზე, საუბარია სამარშრუტო ხაზების ოპტიმიზაციაზე. იყო გაორება ხაზებში, ერთი და იგივე მარშუტი დადიოდა სხვადასხვა ინტერვალითაადა სხვადასხვა სიგრძით. საუბარია მიკროავტობუსების დღიური რაოდენობის შემციორებასა და არა მთლიანად რაოდენობის შემცირებაზე. შესაბამისად, დღის განმავლობაში 400 მძღოლის ნაცვლად, 250 იმუშავებს „-განაცხადა ვიცემერმა.