გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ბათუმის სტადიონმა უძრავი ქონების ოსკარი მოიპოვა

31-10-2022

ბათუმის სტადიონმა საუკეთესო საჯარო შენობების კატეგორიაში  გაიმარჯვა.ბათუმის სტადიონმა საუკეთესო საჯარო შენობების კატეგორიაში  გაიმარჯვა.
 
,,პირველ ეროვნულ დაჯილდოებაზე FIABCI-Georgia Prix d'Excellence Awards 2022 ბათუმის საფეხბურთო სტადიონმა საუკეთესო საჯარო შენობების ნომინაციაში გაიმარჯვა. გამარჯვებულების გამოვლენა  საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად  ჟიურის მიერ განხორციელდა.
 
ამ გამარჯვებით სტადიონი წარდგენილი იქნება მსოფლიო დაჯილდოებაზე FIABCI World Prix d'Excellence Awards, რომელიც 2023 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართება" - აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
 
ბათუმის საფეხბურთო სტადიონმა და სტადიონის მშენებელმა კომპანია ,,ანაგმა" უძრავი ქონების პროექტების პირველ ეროვნულ დაჯილდოებაზე - FIABCI-Georgia Prix d'Excellence Awards 2022 - ოსკარი მოიპოვა.