გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სოლომონ პავლიაშვილმა საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის დონის შეფასებისადმი მიძღვნილი ეროვნული შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა

1-11-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის დონის შეფასებისადმი მიძღვნილი ეროვნული შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა.


სოლომონ პავლიაშვილმა მადლობა გადაუხადა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერისთვის და ყურადღება პროექტის ფარგლებში მომზადებული საქართველოს ცირკულარობის შეფასების ანგარიშის მნიშვნელობაზე გაამახვილა.


„ცირკულარობის შეფასების ანგარიში, ქვეყანაში ცირკულარული ეკონომიკის განვითარების ერთგვარ სახელმძღვანელო დოკუმენტს წარმოადგენს.

ცირკულარული ეკონომიკა ნარჩენების მართვის მაღალი სტანდარტია. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ქვეყანაში ნარჩენების მდგრად მართვას და ამით კლიმატის ცვლილების შერბილებას“,- განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.


შვედეთის ელჩის მოადგილემ საქართველოში ერიკ ილესმა მნიშვნელოვანი უწოდა ცირკულარობის შეფასების ანგარიშის დოკუმენტს და საქართველოში ნარჩენების მართვის მდგრადი განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრა.


„საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის განვითარებას დიდი პოტენციალი გააჩნია. ორწლიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად, ცირკულარული ეკონომიკის განვითარების მნიშვნელოვანი დოკუმენტი შეიქმნა. აღნიშნული ანგარიშის შემუშავებით ქვეყანამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ევროპულ სტანდარტებთან დასაახლოებლად“,- განაცხადა  ერიკ ილესმა.


აღსანიშნავია, რომ საქართველოს ცირკულარობის შეფასების ანგარიშზე, ორი წლის განმავლობაში, ეკონომიკის სხვადასხვა დარგის 13 მაღალკვალიფიციური ექსპერტი მუშაობდა. შეფასების ანგარიშში თოთხმეტიდარგი შეფასდა, რაც მასალათა ნაკადების, დანაკარგების, ნარჩენების  და გადამუშავებული ნარჩენების წილის აღწერას ასევე, ნარჩენების გადამუშავების შესაძლებლობის შეფასებას მოიცავს.


ცირკულარობის შეფასების ანგარიშის შემუშავების პროცესში საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში, შესაბამისი სამინისტროებისა და სამთავრობო უწყებებში მომუშავე ექსპერტები მონაწილეობდნენ. 


ეროვნული შეხვედრა საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ ორგანიზებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებთან მჭიდრო თანამშრომლობით და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.


შეხვედრას საქართველოს პარლამენტის, შესაბამისი სამინისტროების, კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ.