გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თამარ ჩერგოლეიშვილი რომან გოცირიძეს: იოლად რომ ჩაგრეცხოთ მერე, მაგას ვაკეთებთ

1-11-2022

საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა, “ნაცმოძრაობისწევრმა რომან გოცირიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კვლავ გახშირდა მოწოდებები პარლამენტის დატოვების შესახებ.


რომან გოცირიძის აზრით,  პარლამენტის დატოვებაში გამოსავლის ძიება წყალწაღებულის ხავსზე მოჭიდებას ჰგავს

რასაც “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელმა, “ტაბულას” დამფუძნებელმა თამარ ჩერგოლეიშვილმა, გოცირიძის გვერდზე უპასუხა.


თამარ ჩერგოლეიშვილი: ნამდვილად ხავსზე მოჭიდებაა უპრინციპო ხალხზე მოწოდება, თუ ვინმეს იმედი აქვს რომ თქვენგან რამე გამოვა.


ჩვენ მხოლოდ მამხილებელი მიზნებით ვსაუბრობთ ამაზე, თორემ იმედი კი არ გვაქვს რომ წესიერად მოიქცევით.

იოლად რომ ჩაგრეცხოთ მერე, მაგას ვაკეთებთ.

 

რომან გოცირიძე:
Tamara ოთხი დეპუტატი გყავთ პარტიიდან პარლამენტში და მოუწოდეთ, რომ დატოვონ.


თუ დაგტოვათ?
ძალიან პათეტიკურ-ეგზისტენციალურია ჩემი ეს კომენტარიც, მაგრამ რას იზამთ, ასეთია ცხოვრება.
ისე, ეკრანზე მოგისმინეთ, რომ გოცირიძისთვის იმის მერე არ მომისმენია, რაც ტაბულა დაიხურაო. სამწუხაროა, რომ ტაბულა დაიხურა, მართლაც კარგი იყო, აი მოსმენით კი ნამდვილად მისმენთ და თქვენ წარმოიდგინეთ, კითხულობთ კიდევაც ამ დილაუთენია.