გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

მართვის მოწმობის მიღების მსურველები პრაქტიკული გამოცდის ახალი სტანდარტით ჩაბარებას საქართველოს 10 ქალაქში შეძლებენ

28-06-2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მიღების მსურველები პრაქტიკული გამოცდის ახალი სტანდარტით ჩაბარებას საქართველოს 10 ქალაქში შეძლებენ: რუსთავი, გორი, თელავი, ახალციხე, ქუთაისი, საჩხერე, ოზურგეთი და ბათუმი. ახალი სტანდარტით გამოცდის ჩაბარება მიმდინარე წლის ბოლომდე დაიწყება. პროექტის საწყის ეტაპზე გამონაკლისი იქნება ზუგდიდისა და ფოთის მომსახურების ცენტრები, ქალაქებში მიმდინარე მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტების გამო. ფოთსა და ზუგდიდში, მართვის მოწმობის მისაღები გამოცდის ახალი სტანდარტით ჩაბარება მხოლოდ აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ გახდება შესაძლებელი.

უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების შენარჩუნების მიზნით, მართვის უფლების მოპოვების მსურველი მოქალაქე, თეორიული გამოცდის წარმატებით გავლის შემდეგ, პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპს დახურულ მოედანზე ჩააბარებს და პოტენციური მძღოლი მხოლოდ ამის შემდეგ  გადავა ქალაქის რეალურ პირობებში ჩაბარების ეტაპზე.

​