გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გენადი არველაძემ იაპონური ბიზნესის წარმომადგენლებს საქართველოში არსებული ეკონომიკური გარემო, ძირითადი ტენდენციები და მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გააცნო

1-11-2022

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ თბილისში მიმდინარე ქართულ-იაპონურ ბიზნესფორუმში მიიღო მონაწილეობა და თავის მოხსენებაში  საქართველო-იაპონიის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების და მათი გაღრმავების პერსპექტივების შესახებ ისაუბრა. გენადი არველაძემ აქცენტი გააკეთა ქვეყნებს შორის საინვესტიციო ურთიერთობების განვითარებაზე, შუა დერეფნისა და საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის პერსპექტივების, განახლებადი ენერგიის გენერაციის ხელშეწყობასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. 


„ჩვენ  მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს ორმხრივი თანამშრომლობით თითქმის ყველა სფეროში, მათ შორის - პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და ა.შ.  ჩვენ ღრმად ვაფასებთ იაპონიის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საქართველოს მთავრობის სახელით მადლობას ვუხდი იაპონიის მთავრობას  დახმარების პროგრამის (Official Development Assistance - ODA) ფარგლებში, საქართველოში გაწეული საქმიანობისთვის", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ. 


გენადი არველაძემ იაპონური ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნო საქართველოში არსებული ეკონომიკური გარემო, მისი ძირითადი ტენდენციები და მაკროეკონომიკური მაჩვენებლები. 


მინისტრის მოადგილემ მიმოიხილა აგრეთვე ცალკეულ სექტორში არსებული ვითარება, მან ხაზი გაუსვა საქართველოსა და იაპონიას შორის ინვესტიციების ლიბერალიზაციის, ხელშეწყობისა და დაცვის შეთანხმების ძალაში შესვლის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა,  რომ შეთანხმება ხელს შეუწყობს კერძო კაპიტალის მოძრაობას, სამეწარმეო ინიციატივების სტიმულირებას, ეკონომიკური რესურსების ეფექტურად განვითარებას და საქართველოსა და იაპონიას შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს. 


„საქართველოს მთავრობის დიდი ინტერესია, მოიზიდოს მეტი იაპონური კომპანია და  იაპონური ინვესტიციები საქართველოში. 1997 წლიდან დღემდე იაპონიიდან 254.5 მლნ. აშშ. დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის 2022 წლის მეორე კვარტალში იაპონიიდან რეკორდულად მაღალი - 42 მლნ. დოლარის ინვესტიცია. 2022 წლის იანვარ-სექტემბერში იაპონიასთან საგარეო სავაჭრო ბრუნვა 39%-ით გაიზარდა და 220 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. ამ მხრივ მინდა ხაზი გავუსვა საქართველოსა და იაპონიას შორის ინვესტიციების ლიბერალიზაციის, ხელშეწყობისა და დაცვის შეთანხმების ძალაში შესვლის მნიშვნელობას. ვიმედოვნებთ, რომ შეთანხმება ხელს შეუწყობს კერძო კაპიტალის მოძრაობას, სამეწარმეო ინიციატივების სტიმულირებას, ეკონომიკური რესურსების ეფექტურად განვითარებას და საქართველოსა და იაპონიას შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს", - განაცხადა გენადი არველაძემ. 


ფორუმის მონაწილეების წინაშე ასევე წაიკითხეს იაპონიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ინდუსტრიის მინისტრის ნიშიმურა იასუტოშის წერილობითი მიმართვა ფორუმის მიმართ.  


თბილისში მიმდინარე წარმომადგენლობითი ქართულ - იაპონური ბიზნესფორუმის მუშაობაში 30 იაპონური კომპანია მონაწილეობს. ფორუმი საქართველოში იაპონიის საელჩოსა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით და  JTI მხარდაჭერით ტარდება.