გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ნინო თანდილაშვილმა იაპონურ ბიზნესფორუმში მიიღო მონაწილეობა

2-11-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი იაპონია-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30-ე საიუბილეო წლის აღსანიშნავად საქართველოში გამართულ იაპონურ ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოვიდა.

 

ბიზნესფორუმისმიზანი იაპონია-საქართველოს ურთიერთობების შემდგომიგაღრმავება და ფორუმის მონაწილე ქვეყნების ბიზნესწარმომადგენლებს შორის კავშირის დამყარება იყო.

 

ნინო თანდილაშვილმა,სიტყვით გამოსვლისას, მადლობა გადაუხადა იაპონიის საელჩოს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობისთვის და აღნიშნა, რომ იაპონიის მთავრობა წლების განმავლობაში მხარს უჭერს საქართველოს სხვადასხვა გარემოსდაცვით საკითხებში.

 

„საქართველომ და იაპონიამ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს ერთობლივი საკრედიტო მექანიზმის (JCM) შექმნის შესახებ, რომლის ფარგლებშიც, იაპონია საქართველოსთან სათბური აირების ემისიების შემცირების მიმართულებით ითანამშრომლებს.

 

საქართველო მიზნად ისახავს ახალ ტექნოლოგიებზე წვდომას და აქტივობების ეროვნულ დონეზე განხორციელებას. JCM-მა ხელი უნდა შეუწყოს ჩვენი ქვეყნების კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, სხვადასხვა გარემოსდაცვითი საკითხების მოსაგვარებლად“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

 

ღონისძიების მონაწილეებმა მდგრადი ბიზნესგარემოს, რეგიონის სავაჭრო პოტენციალსა და ენერგეტიკული და კლიმატთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს.

 

ბიზნესფორუმი საქართველოში იაპონიის საელჩოსა და საქართველოს ბიზნესასოციაციის ორგანიზებით გაიმართა.