გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციამ დაინახა, რომ სინამდვილეში ოლიგარქები არიან მათ მხარეს, დავით კეზერაშვილმა, პირდაპირ აღიარა, რომ ის აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს, მედიას და ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს

2-11-2022

„ოპოზიციამ დაინახა, რომ სინამდვილეში ოლიგარქები არიან არა ჩვენს მხარეს, არამედ მათ მხარეს. ერთ-ერთი ცნობილი გახმაურებული შემთხვევაა დავით კეზერაშვილი, რომელმაც ორიოდე კვირის წინ აღიარებითი ჩვენება გამოაქვეყნა, პირდაპირ აღიარა, რომ ის აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს, მედიას და ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ყველამ დაინახა, რომ კეზერაშვილი, ჭუტა, ხაზარაძე-ჯაფარიძე, სააკაშვილი არიან ოლიგარქები, შესაბამისად, ერთადერთი, ვისაც დააზიანებს ამ კანონის მიღება, არიან ადამიანები, რომლებიც მოქმედებენ ოპოზიციის მხარეს.

 

მისივე თქმით, ესენი არიან ნამდვილი ოლიგარქები, რომლებიც ცდილობენ საქართველოში ძალაუფლების მოპოვებას.

 

„ოპოზიციისთვის პრობლემა რაში მდგომარეობს - მათ დაინახეს, რომ სინამდვილეში ოლიგარქები არიან არა ჩვენს მხარეს, არამედ მათ მხარეს. ერთ-ერთი ცნობილი გახმაურებული შემთხვევაა დავით კეზერაშვილი, რომელმაც ორიოდე კვირის წინ აღიარებითი ჩვენება გამოაქვეყნა, პირდაპირ აღიარა, რომ ის აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს, მედიას და ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს.

 

ყველამ დაინახა, რომ კეზერაშვილი არის ოლიგარქი, ჭუტა არის ოლიგარქი, ხაზარაძე-ჯაფარიძე არიან ოლიგარქები, სააკაშვილი არის ოლიგარქი, შესაბამისად, ერთადერთი, ვისაც დააზიანებს ამ კანონის მიღება, არიან ადამიანები, რომლებიც მოქმედებენ სწორედ ოპოზიციის მხარეს. ესენი არიან ნამდვილი ოლიგარქები, რომლებიც ცდილობენ საქართველოში ძალაუფლების მოპოვებას. აქედან გამომდინარე, ოპოზიცია არის სუბიექტურად დაინტერესებული, რომ პარლამენტმა არ მიიღოს ეს კანონი.

 

ოპოზიციის სურვილია ამ ეტაპზე რაც იკვეთება, მათ დატოვონ ბუნდოვანება ამ საკითხში, ანუ არსებობდეს მოწოდებები დეოლიგარქიზაციაზე, მაგრამ ვინ არის ოლიგარქი და რა არის დეოლიგარქიზაცია, ეს იყოს ბუნდოვანი. ჩვენ არ გვინდა ამ ბუნდოვანების დატოვება, ჩვენ გვინდა კანონის დონეზე ობიექტურად მოწესრიგდეს, თუ ვინ არის ოლიგარქი, რას უნდა ნიშნავდეს დეოლიგარქიზაცია და ვერ გავყვებით ოპოზიციის დღის წესრიგს ამ კუთხით, მათ უნდათ ბუნდოვანების დატოვება, ჩვენ გვინდა ამაში სიცხადის შეტანა“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.