გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ლევან ნიკოლეიშვილი: ელენე ხოშტარია გაგანია ომის დროს კრემლიდან მილიონობით რუბლს იღებს და სხვის პრორუსობაზე საუბრობს

2-11-2022

ელენე ხოშტარია რომ უტიფარი და უღირსი არსებაა, ეს მთელმა ქვეყანამ კარგად იცის. გაგანია ომის დროს კრემლიდან მილიონობით რუბლს იღებს და ენა უბრუნდება, სხვის პრორუსობაზე საუბრობს - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

მისივე თქმით, გულისამრევია, რომ ჟურნალისტები და ტელეწამყვანები ყოველ დღე ეთერში იწვევენ და არასოდეს ერთი კითხვაც არ დასცდენიათ, თუ რის გამო ერიცხება მას კრემლის ხაზინიდან რუბლები.

 

"ელენე ხოშტარია რომ უტიფარი და უღირსი არსებაა, ეს მთელმა ქვეყანამ კარგად იცის. ქალი ყოველთვე, მათ შორის გაგანია ომის დროს კრემლიდან მილიონობით რუბლს იღებს და ენა უბრუნდება, სხვის პრორუსობაზე საუბრობს. არაუშავს, საკუთარი უბედურება ეყოფა და მიუჩენს მას ქართველი ხალხი ადგილს, მაგრამ ყველაზე მეტად გულისამრევი იცით რა არის? აი ქართველი ძაან "პრადვინუტი" ჟურნალისტები და ტელეწამყვანები რომ ყოველ დღე ეთერში იწვევენ და არასოდეს ერთი კითხვაც არ დასცდენიათ, თუ რის გამო ერიცხება მას კრემლის ხაზინიდან რუბლები...

 

ჰოდა თქვე "პრადვინუტებო", ნუ გგონიათ რომ მისგან ძალიან შორს დგახართ, იქვე ხართ, ხოშტარიას გვერდით და ისევე აგდით რუსული რუბლის ფულის სუნი, როგორც თქვენს პოლიტკურ ლიდერს. ამიტომ თქვენზეც იგივეს ფიქრობს საზოგადოება, რასაც გოგის გოგოზე. სხვათა შორის, კარგს არაფერს...”- წერს ნიკოლეიშვილი.