გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

გია აბაშიძე: ევროპის მიერ მოწონებულ კანონპროექტს სააკაშვილის ომის პარტია იწუნებს, რადგან გვიან გააცნობიერა, რომ დეოლიგარქიზაცია მათ პოლიტიკურ სპონსორებს ეხებათ

3-11-2022

რადიკალური ოპოზიციის უარგუმენტო კრიტიკის ფონზე ყოველთვის მკაფიოდ ჩანს, რომ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია თანხვედრაშია ევროპულ სტრუქტურებთან. რამდენიმე თვის წინ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უკრაინამ შეიმუშავა თამამი კანონი ოლიგარქების წინააღმდეგ- ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

მისივე თქმით, ფსევდ-ევროპული ნაცოპოზიცია არ ღალატობს ტრადიციებს - მოქმედებს როგორც კლასიკური მეხუთე კოლონა.

 

„რადიკალური ოპოზიციის უარგუმენტო კრიტიკის ფონზე ყოველთვის მკაფიოდ ჩანს, რომ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია თანხვედრაშია ევროპულ სტრუქტურებთან. რამდენიმე თვის წინ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უკრაინამ შეიმუშავა თამამი კანონი ოლიგარქების წინააღმდეგ.

 

ევროპის მიერ მოწონებული კანონპროექტი გადმოიღო საპარლამენტო უმრავლესობამ. სააკაშვილის ომის პარტია იწუნებს, რადგან გვიან გააცნობიერა, რომ დეოლიგარქიზაცია მათ პოლიტიკურ სპონსორებს ეხებათ. ახლა უაზროდ ცდილობს უსუსტესი კონტრარგუმენტებით ინიციატივის დაბლოკვას, რაც არ გამოუვათ. ფსევდ-ევროპული ნაცოპოზიცია არ ღალატობს ტრადიციებს - მოქმედებს როგორც კლასიკური მეხუთე კოლონა“- წერს აბაშიძე.