გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

"გოგი წულაია, ეგ მახათი გაირჭვე ერთ ადგილზე და თუ არ გეყოფა მე დაგიმატებ რაღაცას"-წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე გოგი წულაიას პასუხობს

28-06-2018

წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარემ, გოგი წულაიას მიერ გაგზავნილ მახათზე, ქუთაისიპოსტთან კომენტარი გააკეთა. 
ნახეთ გრიგოლ ივანეიშვილის პასუხი, სტილი დაცულია: 

"უკაცრავად, მაგრამ გაირჭოს ერთ ადგილზე ეგ მახათი. ვინაა გოგი წულაია, საერთოდ რას წარმოადგენს? რატომ აქცევთ ამხელა ყურადღებას? გოგი წულაიას ასე გადაეცით, გრიგოლ ივნეიშვილმა გადმოგცათ, რომ გაირჭვე ერთ ადგილზე ეგ მახათი-თქო და თუ არ ეყოფა კიდევ მე დავუმატებ რაღაცას", - განაცხადა გრიგოლ ივანეიშვილმა.

გოგი წულაიამ წყალტუბოს საკრებულოს გარდა მახათები დღეს ფოთისა და ხაშურის საკრებულოებშიც გააგზავნა. მისი თქმით, ამით მან საკრებულოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები გააპროტესტა. კერძოდ, საუბარია ფოთის საკრებულოს მიერ მიცვალებულთა მჯდომარე წესით დასაფლავების დადგენილებაზე, ხაშურის საკრებულოს მიერ პირუტყვებზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე და წყალტუბოს საკრებულოს მიერ ცხოველების მენტალური ტანჯვის, ნისკარტისა და ბუმბულის მოგლეჯის აკრძალვაზე.

kutaisipost.ge