პარასკევი, მაისი 23, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
მიხეილ სააკაშვილს 6 წლით პატიმრობა შეეფარდა

28-06-2018

საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ, ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე დამნაშავედ სცნო და 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

გამოძიება მიხეილ სააკაშვილს ორი მუხლის გამო, ძალადობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ედავებოდა.

სასამართლომ საქართველოს ექსპრეზიდენტი დღეს ორივე მუხლით დამნაშავედ სცნო.

ექსდეპუტატი ვალერი გელაშვილი 2005 წელს სასტიკად სცემეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, საქმე მაშინდელი პრეზიდენტის მიერ დაგეგმილ შურისძიებას ეხებოდა. არსებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს ვალერი გელაშვილის ერთ-ერთი საგაზეთო ინტერვიუ არ მოეწონა და ხელქვეითებს მისი სამაგალითოდ დასჯა დაავალა.

სასამართლომ დღეს მიხეილ სააკაშვილს ასევე 2 წლითა და 3 თვით თანამდებობის დაკავებაც აუკრძალა.