გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მიხეილ ჩხენკელმა ირანის ახლადდანიშნულ ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

4-11-2022

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ირანის ისლამური რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს უმასპინძლა და თანამდებობაზე დანიშვნა პირადად მიულოცა.


შეხვედრის ფარგლებში მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში განათლების ყველა საფეხურზე მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა და ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს ბოლო წლებში განხორციელებული მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტები გააცნო.


მინისტრმა ელჩს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და იმ ერთობლივი პროექტებისთვის, რომლებსაც სამინისტრო ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან პარტნიორობით უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით უკვე მრავალი წელია წარმატებით ახორციელებს.


საუბრისას მხარეებმა საქართველოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის არსებული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს და სამეცნიერო კავშირების გაძლიერების საკითხებზეც იმსჯელეს.


თავის მხრივ, ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა მეცნიერებისა და განათლების განვითარების ხელშეწყობის კუთხით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს მესამე მდივანი სეიედმოჯთაბამუსავი და მრჩეველი კულტურის საკითხებში, აჰმად ალი მეჰრიარდესტანი.