გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ვლადიმერ ბოჟაძე: დავით კეზერაშვილი რადიკალური ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანი პერსონაა: ის შავი ფულით აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს, ,,კრიტიკულ მედიებს", ასევე სამოქალაქო სექტორის და ,,ავტორიტეტული ენჯეოების" ნაწილს

4-11-2022

ეს გზა გაიარა წერა-კითხვის უცოდინარმა დავით კეზერაშვილმა ,,ქუჩის ბიჭობიდან" ოლიგარქამდე, გაიარა უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის ხელშეწყობით. ბიზნესის რეკეტი, ბიუჯეტის ძარცვა, ელიტარული კორუფცია, ,,შავი სალარო", ეს ყველაფერი მიხეილ სააკაშვილთან იყო შეთანხმებული და კეზერა იყო მისი და მისი ოჯახის პირადი ,,კასირი" - წერს თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე.

 

როგორც ბოჟაძე წერს, მოპარული ფულიდან ასეულობით მილიონი უკვე დაახარჯა და კიდევ ბევრ მილიონს დაახარჯავს დავით კეზერაშვილი ოპოზიციას, მის მიერ მართულ მედიებს და ენჯეოებს მაგრამ შედეგი იქნება აბსოლუტური ნული.

 

„აი, ეს გზა გაიარა წერა-კითხვის უცოდინარმა დავით კეზერაშვილმა ,,ქუჩის ბიჭობიდან" ოლიგარქამდე, გაიარა უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის ხელშეწყობით. ბიზნესის რეკეტი, ბიუჯეტის ძარცვა, ელიტარული კორუფცია, ,,შავი სალარო", ეს ყველაფერი მიხეილ სააკაშვილთან იყო შეთანხმებული და კეზერა იყო მისი და მისი ოჯახის პირადი ,,კასირი". დღეს ქართული ჯარისთვის ფულის მომპარავი დავით კეზერაშვილი რადიკალური ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანი პერსონაა: ის შავი ფულით აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს, ფლობს და აფინანსებს ,,კრიტიკულ მედიებს", ასევე სამოქალაქო სექტორის და ,,ავტორიტეტული ენჯეოების" ნაწილს, სწორედ ამიტომ შემოიხია ტანზე პოლიტიკოსთა, მედია-მენეჯერთა და ,,ენჯეოშნიკთა" ნაწილმა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე, დიახ, უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის მომზადებული და საქართველოს რეალობაზე მორგებული კანონპროექტი პირველ რიგში კორუმპირებულ, საქართველოში ბიზნესის და ბიუჯეტის ძარცვით გამდიდრებულ კეზერაშვილს შეეხება და მერე სხვებს.

 

მოპარული ფულიდან ასეულობით მილიონი უკვე დაახარჯა და კიდევ ბევრ მილიონს დაახარჯავს დავით კეზერაშვილი ოპოზიციას, მის მიერ მართულ მედიებს და ენჯეოებს მაგრამ შედეგი იქნება აბსოლუტური ნული, რადგან სისხლიანი და რეპრესიული რეჟიმის ერთ-ერთი შემოქმედის ხელისუფლებაში დაბრუნებას საქართველოს მოსახლეობა არასდროს დაუშვებს, არასდროს!“ - წერს ბოჟაძე facebook - ზე.