გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

სამეგრელოში ხუთი ახალი საბავშვო ბაღი აშენდება

28-06-2018

სამეგრელოში ხუთი ახალი საბავშვო ბაღი აშენდება. აქედან 2 საბავშვო ბაღის აშენება ზუგდიდში, ორის სენაკში და ერთის ფოთში იგეგმება. ახალი საბავშვო ბაღების პროექტების განხორციელება დევნილთა ჩასახლებებში მოხდება.

 

დაგეგმილი პროექტები დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორტორ ლევან შონიასა და ლტოლვილთა დანიის საბჭოს სამხრეთ კავკასიის რეგიონულ დირექტორს ვინსენტ დონტონს შორის გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.

 

პოექტს დანიის ლტოლვილთა საბჭო, გერმანიის განვითარების ბანკის (KFW)  ფინანსური მხარდაჭერით განახორციელებს. პროგრამის ფარგლებში, საბავშვო ბაღების მშენებლობასთან ერთად განხორციელდება სხვადასხვა პროექტები. როგორც  შეხვედრაზე ვინსენტ დონტონმა აღნიშნა, სამეგრელოში  100-მეტ  დევნილ ოჯახს საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში აუშენდება ახალი საცხოვრებელი სახლი. 

 

ლევან შონიამ,  ლტოლვილთა დანიის საბჭოს წარმოადგენლებს რეგიონში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების გამო მადლობა გადაუხადა და საბჭოს სამხრეთ კავკასიის რეგიონულ დირექტორს, დევილთა ჩასახლებებში არსებულ საჭიროებებზე ესაუბრა.