გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ლევან დავითაშვილი ისრაელის სახელმწიფოს ახალ ელჩს ჰადას ესთერ მეიცადს შეხვდა

4-11-2022

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ისრაელის სახელმწიფოს ახალ ელჩს ჰადას ესთერ მეიცადს შეხვდა. 


შეხვედრას ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და ვაჭრობის განვითარებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გივი ზედელაშვილი. 


შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. განხილული იქნა საქართველოსა და ისრაელის პარტნიორული ურთიერთობები, გამოიკვეთა პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო საკითხები. 


ვიცე-პრემიერმა ელჩს ისრაელში საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ ისრაელის ახალი მთავრობის ფორმირების შემდეგ ორმხრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო ნაყოფიერი იქნება. 


ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის მრავალსაუკუნოვან კავშირებსა და სამომავლო პრიორიტეტებს. ითქვა, რომ 2022 წელს, მართალია, ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა, მაგრამ პოტენციალი ორივე მხრიდან დიდია. აღინიშნა, რომ საქართველო-ისრაელის ორმხრივი ვაჭრობის განვითარებისა და გაღრმავების და ქართული პროდუქციის ისრაელის ბაზარზე დამკვიდრების მიზნით, უკვე ჩატარდა ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მიზანშეწონილობის კვლევა. 


შეხვედრაზე ასევე გამახვილდა ყურადღება თანამშრომლობაზე ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, სამოქალაქო ავიაციის მიმართულებით.