გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ალუდა ღუდუშაური ჯანეზაშვილზე: ეს ადამიანი აღმოჩნდა, რომ არის უბრალოდ ტყუილი, საპნის ბუშტივით გასკდა მისი კომპეტენტურობა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მაღალი ქულით შეფასებული

4-11-2022

ეს ადამიანი აღმოჩნდა, რომ არის უბრალოდ ტყუილი, საპნის ბუშტივით გასკდა მისი კომპეტენტურობა- ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური საქართველოს სახალხო დამცველობის ერთ-ერთი კანდიდატის, ნაზი ჯანეზაშვილის ბრიფინგს, რომელმაც კანდიდატების შესარჩევ გასაუბრებაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

 

დეპუტატი ჯანეზაშვილის ამ მოქმედებას არაკომპეტენტურს უწოდებს და აღნიშნავს, რომ მას არ აქვს არანაირი მორალური უფლება, რომ მან ვინმე შეაფასოს მით უმეტეს, ჰქონდეს პრეტენზია მართლმსაჯულებაზე.

 

„არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიცია და მათი ჯანსაღი დამოკიდებულება კიდევ ერთხელ დაგვანახა ნაზიბროლა ჯანეზაშვილის ამ მოქმედებამ, რომ ის არის არაკომპეტენტური. ყველამ კარგად დაინახა, რომ დღეიდან მას არ აქვს არანაირი მორალური უფლება იმასთან დაკავშირებით, რომ მან ვინმე შეაფასოს მით უმეტეს, ჰქონდეს პრეტენზია იმასა, რომ მართლმსაჯულებაზე და სასამართლოზე თითქოსდა რაიმე მონიტორინგი განახორციელოს“- განაცხადა ღუდუშაურმა.