გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

კანზასის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა სამეცნიერო-კვლევით ცენტრში სამუშაო შეხვედრა გამართეს

4-11-2022

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრსაშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის წარმომადგენლები (USDA) და კანზასის სახელმწიფო კვლევითი უნივერსიტეტის პროფესორები ესტუმრნენ. ვიზიტის მიზანსმარცვლოვანი კულტურების მიმართულებით არსებული მდგომარეობის შეფასებადა მომავალი თანამშრომლობის სამოქმედო გეგმის შემუშავება წარმოადგენდა.


სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ და მარცვლოვანი კულტურების კვლევის სამსახურის სპეციალისტებმა სტუმრებს მარცვლოვან კულტურებთან დაკავშირებული ცენტრში მიმდინარე კვლევითი სამუშაოები და პროექტები გააცნეს.


„სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობსქართული ხორბლის ენდემური სახეობებისა და ადგილობრივი ჯიშების მოძიებას, კონსერვაციას და ამ მიმართულებით სასელექციო საქმიანობის წარმართვას.ცენტრის შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ პირველადმეთესლეობასთან დაკავშირებულ სამუშაოებს, რომელიც მიმართულია სერტიფიცირებული თესლის წარმოებით დაკავებულ პირთა ხელშეწყობისათვის. ამერიკელ კოლეგებთან თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ხორბლის კულტურის მოვლა-მოყვანასთან დაკავშირებულ  საქართველოს ნიადაგურ-კლიმატურ პირობებზე მორგებული ახალი აგროტექნოლოგიების დანერგვას და სათესლე მეურნეობების  მართვის პრაქტიკის გაუმჯობესებას“, - აღნიშნა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ.


შეხვედრა USAID-ის პროექტის „კავკასიის სოფლის მეურნეობის განვითარების ინიციატივის“ ფარგლებში გაიმართა.