გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

პრემიერ-მინისტრი IMF-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

4-11-2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი IMF-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელს ჯეიმს ჯონს შეხვდა.
 
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქმიანობას. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმდინარე პროგრამას, რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.
 
მთავრობის მეთაურმა ჯეიმს ჯონს საქართველოს განვითარებისა და რეფორმების გზაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
 
შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების გაგრძელების მზადყოფნა გამოითქვა. ხაზი გაესვა საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტენდენციებს. როგორც აღინიშნა, მიმდინარე წლის  9 თვეში  ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ 10.2 პროცენტი შეადგინა.
 
აღინიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ინფლაცია  ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გლობალურ  გამოწვევად რჩება, საქართველოში ინფლაციის კლების დინამიკა შეინიშნება. 
 
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას IMF-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ესწრებოდნენ.