გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

„გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში“- თსუ-ში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

4-11-2022

თანამედროვე მსოფლიოში არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებზე, რადიკალურ ცვლილებებზე, გლობალურეკონომიკურპროცესებში საქართველოს ადგილსა და როლზე, აგრეთვე, ეკონომიკური პროცესების განვითარების შესაძლო სცენარებზე მიმდინარობდა საუბარი VII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე „გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში“, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა. კონფერენცია თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 100 წლის იუბილეს ეძღვნება.

 

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა და ეკონომიკის ფაკულტეტის 100 წლისთავი მიულოცა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.“თანამედროვე ეპოქაში უნივერსიტეტები, საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების გზით, განსაკუთრებულ როლს ასრულებენ ინოვაციური ეკოსისტემის ფორმირებაში, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკურ ზრდას. სწორედ აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს, სამეცნიერო კვლევების მხარდაჭერასთან ერთად, ხარისხიან უმაღლეს განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენს,” - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

 

კონფერენციაში მონაწილეობენ ქართველი და უცხოელი პროფესორ-მასწავლებლები და დოქტორანტები.

 

თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ჯაბა სამუშიას თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესურა აქტიურად სწავლობს საქართველოს ეკონომიკის წინაშე არსებულ გამოწვევებს. „დღევანდელი კონფერენცია დასტურია იმის, რომ ჩვენი უნივერსიტეტის პროფესურა აქტიურად ცდილობს შეისწავლოს ის სირთულეები და საერთაშორისო გამოწვევები, რაც ქართული ეკონომიკის წინაშე დგას. ძალიან მნიშვნელოვანია,  რომ კონფერენცია საერთაშორისოა და მას ქართველ მეცნიერებთან ერთად ესწრებიან მეცნიერები სხვადასხვა ქვეყნიდან,“ - აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

 

კონფერენციაზე წარმოდგენილი ქართველი და უცხოელი პროფესორ-მასწავლებლებისა და დოქტორანტების ნაშრომები ცალკეული მკვლევრის არამხოლოდ თეორიული ინტერესის სფეროს, არამედ პრობლემების გადაჭრის პრაქტიკული ასპექტების ანალიზს წარმოადგენს.

 

თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის გიორგი ღაღანიძის თქმით, კონფერენციაზე აქცენტი კეთდება იმ თემებზე, რაც წელს მსოფლიო ეკონომიკაში ყველაზე მნიშვნელოვანია. „როგორი იქნება მსოფლიო ეკონომიკა გლობალიზაციის ახალ ეტაპზე, როგორია მსოფლიო ეკონომიკის განვითარების რეგიონული კონტექსტი  ჩვენთვის - ძირითადად ამ მიმართულებებზეაორიენტირებული კონფერენცია. მსოფლიო ეკონომიკის სიახლეებს შეეხება მოხსენებების უმრავლესობა, აგრეთვე იმას, თუ როგორ უნდა მოემზადოს და შეხვდეს ამ სიახლეებს საქართველო,“ - აღნიშნა გიორგი ღაღანიძემ.

 

ორდღიან კონფერენციაზე ქართველი და უცხოელი მეცნიერების 80-მდე სამეცნიერო სტატიაა წარმოდგინილი და 14 სექცია მუშაობს.