29-11-2017
ძაღლების მიერ დაჭერილი შველი მწყემსებმა გადაარჩინეს.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ცხოველთა დამცველმა ირმა მთიულიშვილმა აცნობა.
მისი თქმით, მწყემსებმა შველი, რეინჯერების დახმარებით, შემდეგ ახმეტის რაიონში, ბაწარა-ბაბანეურის ნაკრძალში გაუშვეს.
,,ვიდეო, სადაც ასახულია კადრები, თუ როგორ გაუშვეს შველი, კახეთიდან გამომიგზავნეს. მწყემსებს ის ალაზნის ველზე უპოვიათ, ძაღლებს ჰყავდათ დაჭერილი." - განუცხადა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ირმა მთიულიშვილმა.
ცხოველთა დამცველი ამბობს, რომ ბუნებაში შველის დაბრუნების ფაქტის ირგვლივ, წვლილი ასევე ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების სააგენტოს.
წყარო: საინფორმაციო ცენტრი "შიდა ქართლი"