გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ტყის პირველი ეროვნული აღრიცხვის შესახებ შეხვედრა გაიმართა

5-11-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ტყის პირველი ეროვნული აღრიცხვის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა.


უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, ადგილობრივმა და მოწვეულმა საერთაშორისო ექსპერტებმა, საკუთარი ქვეყნების მაგალითზე, ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს როგორც ტყის მდგრადი მართვის და სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღების პროცესში ტყის ეროვნული აღრიცხვის მნიშვნელობის შესახებ, ასევე, ტყის სექტორში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით.


„ტყის ეროვნული აღრიცხვა საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში პირველად განხორციელდა. შეფასდა საქართველოს ტყეების ხარისხობრივი და რაოდენობრივი მახასიათებლები, რაც მნიშვნელოვან მონაცემებს წარმოადგენს სატყეო პოლიტიკის განსაზღვრისთვის.


ტყის ეროვნული აღრიცხვა გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა.


შეხვედრა წარმოადგენდა ტყის ეროვნული აღრიცხვის შედეგების შესახებ საერთაშორისო კონფერენციის დასკვნით ნაწილს, რომელიც ჩატარდა სატყეო სექტორის რეფორმის მხარდაჭერის პროექტის - ECO.Georgia-ს ფარგლებში.


პროექტი ECO.Georgia დაფინანსებულია კლიმატის მწვანე ფონდის, საქართველოს, გერმანიის და შვეიცარიის მთავრობების მიერ“, - ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.