გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ირაკლი ზარქუა ენმ-ზე: როდესაც მწვალებელთა პარტიის მემკვიდრე ხარ და პირადი პოლიტიკური ინტერესებით საზრდოობ, არ გაგიტარებს ამას საზოგადოება და დაგემართება ის, რაც ახლა დაემართათ

5-11-2022

როდესაც შენ მწვალებელთა პარტიის მემკვიდრე ხარ, არასწორ ფორმულირებაზე დგახარ, როდესაც სახელმწიფო ინტერესებს არ ატარებ, ქართველი ხალხის დაკვეთას არ ასრულებ და პირადი პოლიტიკური ინტერესებით საზრდოობ, არ გაგიტარებს ამას საზოგადოება და დაგემართება ის, რაც ახლა დაემართათ- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

 

შეკითხვაზე, თუ რატომ არ არის „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციონერების გაერთიანების მომხრე, ზარქუამ აღნიშნა, რომ ყველასთვის არის ნეგატივი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირება და მასთან ერთად პარტნიორობა და იმდენად ესირცხვებათ რომ ნაციონალური მოძრაობის წევრები არიან, უკვე პარლამენტს ტოვებენ.

 

„რაღაც მომენტში „ნაციონალური მოძრაობა“ ალბათ მართალიც არის. ყველასთვის არის ნეგატივი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირება და მასთან ერთად პარტნიორობა და ჩვენ ამას ვამბობდით, შეიკრიბნენ, შევლენ პარლამენტში, მერე დაიშლებიან და „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ იქნება მათთვის საინტერესო პარტნიორი. თუმცა, მეორეს მხრივ, ამ ე.წ. ტროიკისიც მესმის. მათ ნახეს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ დიდად განსხვავებული რეიტინგი არ აქვთ მათთან მიმართებაში. ბოლოს 6 თუ 7 % დაუწერა NDI-მ „ნაციონალურ მოძრაობას“, მათი რეიტინგი ასე ჩამოქვეითდა და იმის შემდეგ კიდევ მრავალი უბედურება გადაიტანეს, ერთმანეთში ქიშპობა და დაპირისპირება. იმდენად ესირცხვებათ რომ ნაციონალური მოძრაობის წევრები არიან ტოვებენ უკვე პარლამენტს.

 

ქალბატონმა მამულაშვილმა დატოვა პარლამენტიც და „ნაციონალური მოძრაობაც“ იმიტომ, რომ მიხვდა იქ არაფერი ესაქმებოდა და გაემიჯნა. მათ შორის, ის ახალგაზრდა სახეები, ვინც მიიყვანეს პარტიაში, გახსოვთ? ისინიც გაემიჯნენ იმიტომ, რომ მიდის რღვევა. მე, მმართველი პარტიის წარმომადგენელს, არ მიხარია ეს იმიტომ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ავტორიტეტული ოპოზიცია, აბა სად არის, არც ავტორიტეტი გააჩნიათ, არც სინდისი, არც ნამუსი, არც ელექტორატი. არაფერი გააჩნიათ. ხელმოცარულები არიან, ერთადერთი არიან კეზერაშვილის ფულის იმედად და კი ბატონო იყვნენ და რას მოუტანთ და როდემდე იქნებიან ასე“- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.