გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

თეა წულუკიანი: ერთიანდებიან ქალბატონი ლიაკა, ბატონი ვაშაძე და „გირჩი“, ეს ნიშნავს, რომ ნულს პლუს ნული, პლუს გირჩი, არის ნული

5-11-2022

ერთიანდებიან ქალბატონი ლიაკა, ბატონი ვაშაძე და „გირჩი“, ეს ნიშნავს, რომ ნულს პლუს ნული, პლუს გირჩი, არის ნული, ამიტომ ვინ ერთიანდება და რა მიზნით, ამ თემაზე კომენტარი ალბათ სერიოზული არ არის - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა და კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.


„ამ „ზეროებისგან“ განსხვავებით „ნაციონალურ მოძრაობას“ კიდევ რაღაც პოლიტიკური რესურსი აქვს. შესაბამისად, არ არის გასაკვირი, ეს „ზეროების“ გაერთიანება ევედრება „ნაციონალურ მოძრაობას“ რომ შეგვიერთეთო, მაგრამ ეს ყველა იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი, რაღას გამოეყვნენ, თუ ისევ მათთან ყოფნა უნდოდათ“, - აღნიშნა წულუკიანმა.


ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარია ოპოზიციური გაერთიანების იდეით რამდენიმე დღის წინ გამოვიდნენ. ისინი დღეს სამოქალაქო სექტორთან და მოსახლეობასთან შეხვედრას მართავენ. მიუხედავად იმისა, რომ თავად არ ერთვებიან ევრო რეკომენდაციის შესასრულებლად შექმნილ სამუშაო ჯგუფებში, ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას პარლამენტს გარეთ განიხილავენ და სამოქმედო გეგმებს თავიანთ აუდიტორიას აცნობენ.