გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გიორგი ვოლსკი: იმედი მაქვს, რომ ამ ბჭობის შემდეგ, გამოჩნდება კანდიდატურა, რომლის ირგვლივ ერთიანი პოზიცია იქნება, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ რადიკალურ ოპოზიციას ეს უნდა

5-11-2022

,,რაც შეეხება, რადიკალური ოპოზიციის კანდიდატებს, რომლებიც ერთმანეთისგან არ განსხვავდებიან. სამივე კანდიდატი აღჭურვილია, კონკრეტული პოლიტიკური პოზიციით და ამოცანით - როგორმე, საშუალება არ მისცენ და ხელი არ შეუწყონ კანდიდატებთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევას,’’ - სახალხო დამცველის არჩევის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

 

როგორც გიორგი ვოლსკიმ აღნიშნა, არასამთავრობო სექტორის მიერ წარდგენილი კანდიდატების ირგვლივ შეთანხმება რთული იქნება. თუმცა, მისი ვარაუდით, მაინც შესაძლებელია ოპოზიციის და ხელისუფლების შეთანხმება.

 

,,წარსული მათი აქტივობიდან და დღევანდელი პოზიციიდან გამომდინარე, რაც გასაუბრების დროს გამოავლინეს მხოლოდ, ერთი რამ იკითხება, შეარჩიეს კანდიდატები, რომელთა გარშემო არ შეიძლება შეთანხმების მიღწევა. არსებობენ, რა საკვირველია, საინტერესო კანდიდატებიც ვისაც ხელეწიფება გარკვეული სამსახური გაუწიოს თავის ქვეყანას. მაგრამ, ფაქტია, რომ არასამთავრობო სექტორში კადრების მომზადება არ არის ჯეროვანი. ამ სფეროს უნდა განეკუთვნებოდეს ადამიანები, რომლებმაც თავისი სფეროები მაღალ დონეზე იციან, სადაც მუშაობენ ეკონომიკას ეხება, სოციალურ საკითხებს, თუ ადამიანის უფლებებს და ამავე დროს, მიუკერძოებლები არიან და სახელმწიფოს ემსახურებიან და არა, რომელიმე პოლიტიკურ პარტიას.

 

კიდევ ერთხელ, ვიმეორებ, პოლიტიკურმა სულისკვეთებამ, რაც რადიკალურმა ოპოზიციამ დაამკვიდრა პოლიტიკურ ველზე, საკმაოდ უარყოფითი გავლენა იქონია. მე იმედი მაქვს, რომ ამ ბჭობის შემდეგ, გამოჩნდება კანდიდატურა, რომლის ირგვლივ ექნება უმრავლესობას და ოპოზიციას ერთიანი პოზიცია. მაგრამ აბსოლუტურად არა ვარ დარწმუნებული, რადიკალური ოპოზიცია, მოინდომებს, რომ მსოფლიო საზოგადოებას დაანახოს, რომ ქართულ პოლიტიკაში კონსენსუსი შესაძლებელია. ეს მათ პოლიტიკურ ინტერესებს ეწინააღმდეგება,’’ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.