29-06-2018
გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი ტვირთ ამწის დემონტაჟის დროს გარდაიცვალა.
ინციდენტისას ტვირთ ამწეს დეტალი მოსწყდა და ხვიჩა ტაბატაძეს დაეცა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა გუდაურში, გუდაური-კობის საბაგირო გზის მშენებლობაზე მუშაობა 2 კვირის წინ დაიწყო.
მას ცოლი და 3 შვილი დარჩა.