გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ქვეყნის მასშტაბით 900-მდე მეფუტკრე გადამზადდა

6-11-2022

ტრენინგის, ფარგლებში მეფუტკრეებმა ინფორმაცია მიიღეს ხარისხიანი და უსაფრთხო პროდუქტების მიღება-შენახვის წესების, ფუტკრის დაავადებების იდენტიფიკაციის, დაავადებებთან ბრძოლის მეთოდების გაცნობა-დანერგვის,საფუტკრეებში ჩასატარებელი სეზონური სამუშაოების დაგეგმვა-ჩატარების, საფუტკრის ჟურნალის წარმოების შესახებ.


პრაქტიკული სწავლების ნაწილში, მეფუტკრეები გაეცნენ მავნებლებთან ბრძოლის თანამედროვე მეთოდებს და შესაბამის გარემოსდაცვით ღონისძიებებს.

ტრენინგებზე ყურადღება გამახვილდა თანამედროვე მეფუტკრეობაში საფუტკრეების რეგისტრაციის აუცილებლობის მნიშვნელობის საკითხებზე. 

ტრენინგებში მონაწილეობდნენ მეფუტკრეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.


ტრენინგები გარემოსდაცვითი ინფორმაციებისა და განათლების ცენტრის,  სოფლის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების ორგანიზებით გაიმართა.