გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

მიხეილ სარჯველაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: აქვთ კონკრეტული ვიწროპარტიული ინტერესი, რომ ხელი შეუშალონ ქვეყანას 12 პუნქტის შესრულებაში

6-11-2022

რადიკალურ ოპოზიციას „ნაცმოძრაობის“ მეთაურობით აქვს კონკრეტული ვიწროპარტიული ინტერესი, რომ ხელი შეუშალონ ქვეყანას 12 პუნქტის შესრულებაში, გაეთიშონ პროცესს და ყველანაირად ეცადონ დესტრუქიული საშუალებებით, რაც შეიძლება მეტად შეულახონ რეპუტაცია ამ მუშაობას. ხელისუფლებას წარმოდგენილი აქვს კონკრეტული გეგმა თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით და გარდა იმისა, რაც უკვე შესრულებულია, მომავალშიც ეს ტენდენცია და პროცესი უწყვეტად გაგრძელდება - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

 

როგორც სარჯველაძე აღნიშნავს, ოპოზიცია საკითხს ასე უყურებს - თუ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგმება ასოცირების შეთანხმების, ვიზალიბერალიზაციის, ევროპული პერსპექტივის მინიჭების შემდეგ ამ მიმართულებით, ეს კიდევ უფრო მეტად გააშიშვლებს მათი არგუმენტაციის მცდარობას.

 

„თუ გავაანალიზებთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც თავიდანვე მიიღო ოპოზიციის რადიკალურმა ნაწილმა ნაცმოძრაობის მეთაურობით, რომ გათიშვოდა პროცესს, რომელიც გულისხმობდა 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებას, ეს კარგად წარმოაჩენს, რომ რეალურად ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს ასეთი დამოკიდებულება, რომ ქვეყანას წინსვლაში და განვითარებაში ხელი შეუშალოს, როდესაც შეიძლება სხვა პოლიტიკური გუნდი იყოს ამ შემთხვევაში ამ წარმატების შემოქმედი, გარდა ნაციონალური მოძრაობისა. აქვთ კონკრეტული ვიწრო პარტიული ინტერესი, რომ ხელი შეუშალონ ქვეყანას 12 პუნქტის შესრულებაში - გაეთიშონ პროცესს, არ შეიტანონ საკუთარი კონტრიბუცია დე მეორე - ყველანაირად ეცადონ დესტრუქციული საშუალებებით, რაც შეიძლება მეტად შეულახონ რეპუტაცია ამ მუშაობას. ეს შეუმჩნეველი არ დარჩება საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. მათ ძალიან კარგად შეუძლიათ დაინახონ, რომ პირველივე დღიდენ, როდესაც დესტრუქციული გზა აირჩია მაგალითად ნაციონალურმა მოძრაობამ, ან კიდევ რამდენიმე პარტიამ, არ შემოვიდა სამუშაო ფორმატებში, ერთობლივ მუშაობაში არ ჩაერთო, ეს იყო ერთადერთი რაღაცით ნაკარნახევი, რომ რაც შეიძლება მეტად ხელი შეეშალათ ამ პროცესისთვის.

 

ისინი ასე უყურებენ საკითხს, თუ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგმება ასოცირების შეთანხმების, ვიზალიბერალიზაციის, ევროპული პერსპექტივის მინიჭების შემდეგ ამ მიმართულებით, ეს კიდევ უფრო მეტად გააშიშვლებს მათი არგუმენტაციის მცდარობას. ისინი საზოგადოებს 10 წელია ატყუებენ, თითქოს „ქართული ოცნება“ ვინმეზე ნაკლებად პროევროპულია და ცდილობენ რაც შეიძლება მეტად შეცდომაში შეიყვანონ საზოგადოება.

 

ხელისუფლებას წარმოდგენილი აქვს კონკრეტული გეგმა თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა შესრულდეს ევროინტეგრაციის კონკრეტული პირობები და მერწმუნეთ, რომ გარდა იმისა, რაც უკვე შესრულებულია და არის კონკრეტული შედეგები, მომავალშიც ეს ტენდენცია და პროცესი უწყვეტად გაგრძელდება“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.