გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გია ცაგარეიშვილი ჯაფარიძე-ხოშტარია-ვაშაძეზე: ესენი ერთ თარგზე არიან მოჭრილი, ერთი სპონსორი ჰყავთ, თანხებისთის ერთმანეთს თავპირს ალეწავენ და ეპრანჭებიან კეზერაშვილს

6-11-2022

ჩემთვის აბსოლუტურად მნიშვნელობა არ აქვს ეს ერთეული შემთხვევები იქნება, ორეული, სამეული, ოთხეული, ერთ თარგზე არიან ეს ადამიანები მოჭრილი და ვფიქრობ, რომ უბრალოდ სქესში თუა სხვაობა ხშირ შემთხვევაში- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა ჯაფარიძე-ვაშაძე-ხოშტარიას გაერთიანების შესახებ საუბრისას განაცხადა.

 

„ერთიდაიმავე ადამიანები ერთიდაიმავე აზრებით, გაუთავებელი ჭორაობა, პოლიტიკური მუშტის მოღერება, ცხელი შემოდგომის დაპირება, სხვათა შორის, გავიდა ეს შემოდგომაც და ეტყობა 2023-ის შემოდგომას დაელოდებიან, შემდეგ 2024-ის შემოდგომა მოვა და მოვა მათი ფიასკო, რიგით მერამდენე უკვე კაცმა არ იცის“- აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

 

ცაგარეიშილი ოპოზიციონერების გაერთიანებას უპერსპექტივოს უწოდებს. მისი თქმით, მათ ერთი სპონსორი ჰყავთ და ამ შავი ბუღალტერიის საწარმოებლად ერთმანეთს თავპირს ალეწავენ და ეპრანჭებიან ბატონ კეზერაშვილს.

 

„არ მგონია ამ ყველაფერს რამე პერსპექტივა ჰქონდეს და თქვენ ხედავთ როგორი გაწიწმატებულია „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ყველაფრით. ერთი, ეტყობა ფიქრობენ და ნერვიულობენ იმაზე, რომ მათ გარდა კიდევ შეიძლება ვინმე გამოჩნდეს ოპოზიციურ თვალსაწიერში და მეორე ის, რომ სპონსორი ერთი ჰყავთ, ყულაბა ერთია და იმ ყულაბიდან ყველა იღებს ფულს. ამიტომ, ამ თანხებისთის, ამ შავი ბუღალტერიის საწარმოებლად ერთმანეთს თავპირს ალეწავენ და ეპრანჭებიან ბატონ კეზერაშვილს.

 

ვინ უკეთესად გაეპრანჭება იქიდან გამომდინარე, ფულსაც უფრო მეტს მიიღებს. ვაშაძეს აქვს მგონი ყველაზე კარგი პრანჭვა-გრეხვის თვისებები და შეუძლია ეს გააგრძელოს. ნარცისიზმით შეპყრობილი ადამიანი, რომელსაც პარლამენტი ჰგონია მხოლოდ პარლამენტის ბანერი, როცა ბრიფინგს ატარებს. აქ ხომ მოდის კარგად და ბრიფინგობს ხოლმე, სადაც კი წარწერს დაინახავს საქართველოს პარლამენტი, მოიღერს ხოლმე ყელს და ნარნარი ხმით გვმოძღვრავს სრულიად საქართველოს“- განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.