გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გია ცაგარეიშვილი 12 პუნქტიან გეგმაზე: თუ ვინმეს უნდა შემოგვიერთდეს სამუშაო პროცესში, თუ არადა მათ გარეშე მივალთ ფინიშის სწორზე და ამ რეკომენდაციებს აუცილებლად შევასრულებთ

7-11-2022

რამდენიმე პრობლემური საკითხი და კანონპროექტი არის შემოტანილი და დღე დღეზე შემოვა განსახილველად საქართველოს პარლამენტში. თუ ვინმეს უნდა შემოგვიერთდეს, თუ არ უნდათ და ჩვენ უმაგათოდ მივალთ ფინიშის სწორზე და ამ რეკომენდაციებს აუცილებლად შევასრულებთ- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

 

დეპუტატის თქმით, სადაც არის სიმშვიდე, კონსტრუქციული მუშაობა, აზრთა ურთიერთ გაცვლა-გამოცვლა ნორმალურ ტონალობაში, „ნაციონალურ მოძრაობას“ იქ არაფერი ეგულებათ. ასე რომ, ვისაც როგორ შეეძლო ისე იმუშავა ამ თვეების მანძილზე.

 

„ჩვენ ეს ფორმატი შევქმენით თითქმის სამი თვის უკან. მთელი ზაფხული, შემოდგომა ვიმუშავეთ ჩვენ ოპოზიციონერ კოლეგებთან. რომ მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრებიც აქტიურად იყვნენ ჩართული. მაგალითად, ქალბატონი ნატო ჩხეიძე, არცერთი სხდომა არ გამოუტოვებია სახალხო დამცველის კანდიდატებთან გასაუბრებისას, მე ვიყავი რამდენიმე ჯგუფში, იქაც ყველა სხდომას ესწრებოდა. ასე რომ მოდით ჯერ გაერკვიონ შინაურ მეურნეობაში, ვინ სად დადის, ვინ რას აკეთებს, ყოველ დღე რომ პარტია ეცლებათ ადამიანებისგან და იდეებისგან დაცლილები რომ არიან ეს უკვე 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან კარგად ჩანს მე-10 წლის თავზე. ყველაფერი დაჭკნა, ჩამოხმა და გაიძარცვა „ნაციონალურ მოძრაობაში“ და ამიტომ, ახლა, სხვაგან ეძებენ თავიანთი ამ ტრაგიკომედიის სათავეებს. ყველამ თავის გულში უნდა ჩაიხედოს და ის აკეთოს, რაც შეუძლია. ამ ადამიანებს კარგის კეთება არ შეუძლიათ, სიკეთის კეთება არ შეუძლიათ, არც უკეთებიათ არასოდეს.

 

თქვენ ის უნდა გაგკვირვებოდათ ისინი რომ მოსულიყვნენ აქ და ემუშავათ. მე ამაში ღრმად ვიყავი დარწმუნებული, რომ ისინი აქ ფეხს არ შემოაბიჯებდნენ. ერთი, რომ ინტელექტუალური შესაძლებლობები ნულის ტოლია უკვე ამ პარტიაში, უბრალოდ მათ არ შეუძლიათ არაფრის კეთება პირდაპირი ამ სიტყვის მნიშვნელობით. თქვენ თუ გახსოვთ ერთი რომელიმე ინიციატივა საქართველოს პარლამენტში ამ წლების მანძილზე, გარდა ობსტრუქციისა, გარდა დამხობის მცდელობებისა, პარლამენტში შტურმისა, ლანძღვა გინებისა, დაპირისპირებისა, მე არაფერი მახსენდება.

 

ამიტომ, სადაც არის სიმშვიდე, სადაც არის კონსტრუქციული მუშაობა, სადაც არის აზრთა ურთიერთ გაცვლა-გამოცვლა ნორმალურ ტონალობაში, იქ მათ არაფერი ეგულებათ და იქ ისინი არ მონაწილეობენ. ასე რომ, ვისაც როგორ შეეძლო ისე იმუშავა ამ თვეების მანძილზე. ყველა იყო ერთი სულისკვეთებით გამსჭვალული, რომ ჩვენ როგორმე უნდა მოგვესწრო ამ წლის ბოლომდე 12 რეკომენდაციის შესრულება. თქვენ იცით, რომ ევროკომისიამ გადაგვივადა ეს ერთი წლით, მომავალი წლის ოქტომბრისთვის შეგვიძლია ეს ე.წ. საშინაო დავალება შევასრულოთ, მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ წლის ბოლომდე დავასრულოთ ეს პროცესი. წარვუდგინოთ ეს რეკომენდაციები უკვე შესრულებული ევროკავშირს, დაველოდოთ მათგან შენიშვნებს“- განაცხადა ცაგარეიშვილმა.