გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ბაჩო ოდიშარია „რადიო თავისუფლებაზე“: თავისუფლება, რომელსაც ქადაგებს ეს თვითგამოცხადებული ლიბერალური კანტორა, სწორედ ფეიქის, მანიპულაციის, ყველაფრის კადრების „თავისუფლებაზე“ დგას

7-11-2022

კინოკრიტიკოსი ბაჩო ოდიშარია „რადიო თავისუფლების“ სტატიას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ ყველაზე არაეთიკური და გოიმური სვლაა ერეკლე მეორეს გაშავების კამპანიაში.

 

მისივე თქმით, სიმბოლურია, რომ თავისუფლება, რომელსაც ქადაგებს ეს თვითგამოცხადებული ლიბერალური კანტორა სწორედ ასეთ "თავისუფლებაზე" დგას, ლაყბობის, ფეიქის, მანიპულაციის, ყველაფრის კადრების თავისუფლებაზე.

 

„რადიო თავისუფლება რომ ერეკლე მეორეს დაბადების დღეს სტატიას აქვეყნებს, ჭორია, მარა მაინც უნდა ვთქვათ, შესაძლოა მეფეს ცოლი ღალატობდაო, ჯერ ხომ ყველაზე არაეთიკური და გოიმური სვლაა ერეკლე მეორეს გაშავების კამპანიაში, მაგრამ სიმბოლური ისაა, რომ თავისუფლება, რომელსაც ქადაგებს ეს თვითგამოცხადებული ლიბერალური კანტორა (და ყველა სხვა თავისუფლების სახელს ამოფარებული სუბიექტი), სწორედ ასეთ "თავისუფლებაზე" დგას, ლაყბობის, ფეიქის, მანიპულაციის, ყველაფრის კადრების თავისუფლებაზე“- წერს ბაჩო

ოდიშარია.